USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ივანე მაჭავარიანი - ჩვენ გვყავს რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია, მაგრამ დაბალანაზღაურებადი
Date:  1123

ფინანსათა მინისტრი ივანე მაჭავარიანის თქმით მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამის შესახებ მან პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის წარდგენისას განაცხადა.

ქვეყანაში არის რესურსი, რომ სახელმწიფო მოხელეები შეამცირონ, თუმცა მათი შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხით ტექნოლოგიები უნდა დანერგონ. ამიტომ, მისი თქმით, ბიუროკრატიის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ფული ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ვერ გამოდგება.

“ვიცით, რომ არ არის სახარბიელო სიტუაცია, ჩვენ გვყავს რაოდენობრივად დიდი ბიუროკრატია, მაგრამ დაბალანაზღაურებადი. ხშირად გვეუბნებიან ოპონენტები, რომ თქვენ, ჩინოვნიკები, თბილად ხართ კარგი ხელფასებით — არა, ძალიან დაბალი ხელფასებია, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ვერ მოვიზიდავთ ნიჭიერ, საინტერესო და მაღალკვალიფიციურ ადამიანებს. იქ არის დანაზოგის საშუალება, მაგრამ რასაც დავზოგავთ, იქვე თუ არ ჩაბრუნდა როგორც ადამიანურ კაპიტალში, ასევე სისტემებში და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფებში, იქ 100 თუ 200 მილიონი დაიზოგება, ეს ვერ გახდება წყარო ფისკალური კონსოლიდაციის, ჩვენი დეფიციტის და ვალის გაკეთილშობილების წყარო”, — განაცხადა მაჭავარიანმა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way