USD 2.6453
EUR 3.0156
RUB 3.4078
Tbilisi
ივანე მაჭავარიანი - "2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება"
Date:  997

"2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლემენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მაჭავარიანმა საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენა მიმოიხილა.

„პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და რა თქმა უნდა გამონაკლისი ვერც ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა. განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ჩვენი ეკონომიკის 10%-ს შეადგენს, თუმცა შემცირდა ექსპორტის და ინვესტიციების მაჩვენებელი. ეს ყველაფერი აისახა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გასულ წელს ეკონომიკის შემცირებამ 6%-ს გადააჭარბა.

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, თუმცა ჯამურად 2020-2021 წლებში 2019 წელთან შედარებით ჩვენი ეკონომიკა რეალურ გამოხატულებაში დაახლოებით 1%-ით მცირდება. თუ შევადარებთ რა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის მოცულობა პანდემიის გარეშე და რა იქნება პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მლრდ ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება"-განაცხადა მაჭავარიანმა.

society
ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს.

მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს,“ - ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის მიმართვაში.

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და მის მეუღლეს ეკატერინა ივანიშვილს მიმართა, მის გვერდით, როგორც შვილმკვდარი დედის გვერდით დამდგარიყო.

„ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს.

ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, - მიმართა ეკა კუპატაძემ.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way