USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ივანე ჩხაიძე: გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს ორ წლამდე და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში
თარიღი:  

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩამოყალიბებული პიკია. ყველაზე ხშირად გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც დადასტურებული შემთხვევების 24%-ია. ასევე ფიქსირდება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც კორონავირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. მოსალოდნელია სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა ისევ გაგრძელდეს და ალბათ მარტის ბოლომდე, რასაც სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მიმართვიანობა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის როგორც ჯანდაცვის ცენტრებში, ისე კლინიკებში დარჩეს მაღალი“, - აღნიშნა ჩხაიძემ 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის