USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
თბილისი
ივანე ჩხაიძე - "შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა"
თარიღი:  718

ყველაზე მთავარია მუტაციის შეფასება. ამ მუტაციას შეიძლება ვირუსოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და კლინიკური გამორჩეული თავისებურება არ ჰქონდეს, -   განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით.

" 46 მუტაციაა ჯამში და აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში. ეს არის ის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე. განიხილავს თუ არა მომავალში ჯანმო ამ მუტაციას შეშფოთების კატეგორიად, თუ დარჩება ინტერესის მუტაციების კატეგორიაში, არ გვაქვს ინფორმაცია.

არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი - სწორედ ნაწილობრივად ამით არის პასუხგაცემული. გამოჩნდა უკვე ახალი მუტაცია „ომიკრონის“ ფონზე. შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა, თუმცა მას სჭირდება შეფასება. საუბარი იმაზე, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, რა თქმა უნდა, ძალიან ადრეა.

საფრანგეთის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ კორონავირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, არის უპრეცედენტო. დღემდე არსებულ ვირუსს, არცერთს ჰქონია მსგავსი რაოდენობის მუტაცია. ნებისმიერი ტიპის მუტაციის შეფასებისას ჯანმო იყენებს 2 ტიპის კლასიფიკაციას. პირველი, ეს არის ინტერესის მუტაცია - ეს არის ის მუტაცია, რომელსაც არ შეუძლია იყოს უფრო მეტად გადამდები, მძიმე და მასზე ვაქცინები მოქმედებენ კარგად და მეორე, ყველაზე საშიში და სახიფათო. ამ მუტაციაში 5 ტიპის ვარიანტია შესული: ალფა, ბეტა, გამა, დელტა და „ომიკრონი“. ეს მუტაციები განსხვავდებიან სხვა მუტაციებისგან 3 ძირითადი მახასიათებლით:  სისწრაფით და იოლად გადამდებლობით, იწვევს საშიშ და მძიმე დაავადებებს, ვაქცინის ეფექტიანობა არის ნაკლები"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.