USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ივანე ჩხაიძე - მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად კიდევ სულ მცირე 7-8 თვე დაგვჭირდება
თარიღი:  616

გართულებული ეპიდვითარებისა და კოვიდკლინიკებში გახშირებული მიმართვიანობის ფონზე, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კვლავ საგანგაშოდ დაბალია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს, მინიმუმ, 7-8 თვე დასჭირდება, რომ ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში ვაქცინაციის მარათონს იმედით უყურებენ, რადგან რეგიონების მოსახლეობას პროფესიონალები დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

„სულ მცირე 7-8 თვე დაგვჭირდება კიდევ ქვეყანას, რათა მოზრდილი მოსახლეობის 60% ავცრათ. ვაქცინაციის პროცესის შენელებით ჩვენ ვზრდით ინფიცირებული ადამიანებისა და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობას“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის