იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ძალიან მძიმე ორი კვირა გველის.
მისი თქმით, ძალიან დიდი რისკია, რომ ერთ დღეს ქვეყანაში თავისუფალი საწოლი აღარ იყოს.
ექიმი საზოგადოებას სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ძალიან მძიმე 2 კვირა გველის წინ და ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, რამდენად დიდი რისკია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩეს თავისუფალი საწოლი," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.