USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
ივანე ჩხაიძე - დიახ, ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული ვირუსი არის უფრო მეტად გადამდები
თარიღი:  1137

დიახ, ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული ვირუსი არის უფრო მეტად გადამდები, თუმცა მისი მძიმე მიმდინარეობის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, "მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის განმეორებით ინფიცირების შემთხვევა არ განიხილება, როგორც ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი.

„კორონავირუსის მუტაცია უკვე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა. ის ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრულიად განსხვავებულია იმ ვირუსისგან, რომელიც ცირკულირებდა ჩინეთში. კორონავირუსის პირველი მუტაცია დაფიქსირდა ევროპაში თებერვალში, რომელიც ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების მატება. ზოგადად კორონავირუსს აქვს გამოხატული მიდრეკილება მუტაციისადმი და დღეისათვის დაფიქსირებულია 1200-მდე მუტაცია, ოღონდ ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული.

ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, 2 მუტაცია განიცადოს, მაგრამ მათ შორის სულ რამდენიმე მუტაცია აღმოჩნდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა. ერთი არის ე.წ. 614 ვირუსი, მეორე, რომელიც ახლა ყველას აღელვებს ეს არის ბრიტანული ვირუსი - ე.წ. 117 ტიპის ვირუსი, რომელსაც ჩვენ სექტემბრის თვიდან ვაფიქსირებთ დიდ ბრიტანეთში, გარდა ამისა ასევე, ცნობილია და ძალიან აქტიურად შეისწავლება სამხრეთ აფრიკაში ვირუსის ახალი მუტაცია და ასევე, აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა ნიგერია, სადაც დაფიქსირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუტაცია.

დღეისათვის ცნობილია კორონავირუსის 4 მუტაცია, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება, მაგრამ ყველა ეს ცვლილება ძირითადად ეხება გადამდებობას. ბრიტანულ ვირუსთან არის სხვადასხვა მოსაზრება, 40-დან 70%-მდე არის უფრო მეტად გადამდები ვიდრე, ჩვეულებრივი კორონავირუსი. დღეისათვის ჩატარებული კვლევებით დიახ, აღნიშნული მუტაცია უფრო მეტად გადამდებია, მაგრამ ფაქტი, რომ ის არის უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობის, ჯერჯერობით არ ფიქსირდება. დღემდე დაფიქსირებულია 31 შემთხვევა მსოფლიოში ხელმეორედ ინფიცირების, თუ შეადარებთ, 86 მილიონში ეს 31 შემთხვევა შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს არის საერთოდ არადამახასიათებელი და არატიპიური. შესაბამისად კორონავირუსის ხელმეორებით ინფიცირების შემთხვევა არ განიხილება, როგორც ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის