USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა
дата:  997

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა.  მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გუშინ, 18 ნოემბერს, გაიმართა.

სასამართლოს კარი ღია არ არის პროფესიონალებისთვის, რაც ჩვენი სისტემის მთავარი პრობლემაა და გუშინდელი სია ამას მოწმობს. რამდენიმე კარგი მოსამართლეც დაინიშნა, მაგრამ ეს რამდენიმე კარგი მოსამართლე 300-კაციან სისტემაში ძალიან მცირეა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 36 მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ „კლანი“ ვისზეც წინასწარ შეთანხმდა, ყველა ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.

კენჭისყრის შედეგად მოსამართლეები გახდნენ:

  • მესხიშვილი ქეთევან – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
  • ქათამაძე პაატა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
  • დოლიძე ვერა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  • შერბაკოვი ნინო – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ცაგარეიშვილი ლელა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ოტიაშვილი ბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ჩაგუნავა კობა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • გოგოლაძე ირინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • ეპიტაშვილი თეონა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • ესებუა ზვიად – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • სირბილაძე ცისანა-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • კოჭლამაზაშვილი არჩილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • მარშანია ნათია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • ხუსკივაძე ირაკლი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • კლდიაშვილი ლაშა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  • უბილავა გიზო – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  • კოპალიანი კონსტანტინე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  • ჯინჯოლია მიხეილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  • ბებიაშვილი მიხეილ – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • თხელიძე ქეთევან – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • ბარდაველიძე ლევან – ბოლნისის რაიონული სასამართლო
  • გიორგაძე ნინო – ბოლნისის რაიონული სასამართლო
  • ჩიქოვანი გვანცა – ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში
  • გოგატიშვილი ნინო – გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • ბერეკაშვილი ქეთევან – გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • თაყაძე თეა – გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • კაკაურიძე შალვა – გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • ვარდანიძე გვანცა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
  • ვატიტაძე გრიგოლ – თელავის რაიონული სასამართლო
  • ზათიაშვილი ვერიკო – თელავის რაიონული სასამართლო
  • კობახიძე ნანა – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ფუხაშვილი მორის – მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • ნადოი რეზო – მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში
  • ბარამიძე ია – ოზურგეთის რაიონული სასამართლო
  • შოშიაშვილი მაია – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში
  • გოგალაძე ირმა – ხაშურის რაიონული სასამართლო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ(საქალაქო) სასამართლოებში არსებულ 99 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსში 68 კონკურსანტი მონაწილეობდა, კენჭისყრის ეტაპზე 65 კანდიდატი გადავიდა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати