USD 2.7297
EUR 3.0480
RUB 2.9399
Тбилиси
იუსტიციის სამინისტრო "მაგთის" მესაკუთრეებთან $154-მილიონიანი საარბიტრაჟო დავის შესახებ განმარტებას აკეთებს
 539

იუსტიციის სამინისტრო "მაგთის" დამფუძნებლებთან მიმდინარე დავის შესახებ BMG-ის კითხვას პასუხობს.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა "მაგთის" ბენეფიციარი მესაკუთრეების სასარგებლოდ აპრილის ბოლოს მიიღო. თუმცა, იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ საარბიტრაჟო საქმის წარმოების პროცედურები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აღნიშნულ დავაში "მაგთის" დამფუძნებლები სახელმწიფოსგან $154 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ, BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ რა მოცულობის კომპენსაციის განაჩენი გამოიტანა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, თუმცა სამინისტროს პასუხის თანახმად, სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.

"საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე „Telcell Wireless LLС და International Telcell Cellular LLC საქართველოს წინააღმდეგ“ საარბიტრაჟო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები არ დასრულებულა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში სახელმწიფოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის საჯარო. ამდენად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია,"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.

დავა 2020 წელს კომპანიებმა Telcell Wireless-მა და International Telcell Cellular-მა დაიწყეს და მის ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა $154 მილიონი იყო. დავა "მაგთის" დამფუძნებლის გია ჯოხთაბერიძის მიერ იყო ინიციირებული და ის წინა ხელისუფლების პერიოდში მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა, რამაც “მაგთის” მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.

სარჩელს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (ICSID) განიხილავდა. სარჩელის არგუმენტები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მაგთის მფლობელები იურიდიულად ამერიკული კომპანიები არიან, შესაბამისად მათ აქვთ უფლება უფლებების დარღვევის შემთხვევაში ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული ინვესტორთა უფლებების ურთიერთდაცვის შეთანხმების დარღვევაზე იდავონ და აღნიშნული მოტივით საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართონ.

წყარო:https://bm.ge/

область
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати