USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს
Date:  248

იუსტიციის სახლი განაგრძობს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას მომხმარებლებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
 
ამჯერად, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებელთა ინტერესებსა და საჭიროებებზე.
 
რემონტის დაზღვევის პაკეტი უნიკალურია და მოქალაქეებს სთავაზობს კონკურენტუნარიან ფასს. სერვისის მისაღებად მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ.
 
იუსტიციის სახლის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ქონების რეგისტრაციასთან ერთად, დააზღვიონ საკუთარი უძრავი ქონების რემონტი, კომფორტულ გარემოში, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად.
 
დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
 
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მომსახურება მიიღონ იუსტიციის სახლის 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way