USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ
Date:  365

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა სერვისის მისაღებად ვიზიტი მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით უნდა დაჯავშნონ.

„იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ. იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს. ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება, ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად, დღეიდან ყველას შეუძლია დაჯავშნოს ვიზიტი და ხვალ დილიდან ეწვიოს ამ დაწესებულებებს სასურველი სერვისის მისაღებად. ერთადერთი სერვისი, რომელიც ჯერჯერობით ხელმიუწვდომელი რჩება, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ადამიანთა ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დროებითი წესი იმოქმედებს სულ მცირე საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდსიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ამის კორექტირებას შევძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობაში არ დაიშვება არავინ პირბადის გარეშე, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები“, - განაცხადა წულუკიანმა.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way