USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა
дата:  708

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულების მიხედვით აღნიშნულ პოზიციაზე ღვამიჩავა 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით დაინიშნა.

ონლაინ სივრცეში თამარ ღვამიჩავას წარსული მოღვაწეობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ იძებნება. პრეზიდენტის პრეს-სამსახურში კი განგვიმარტეს, რომ ინფორმაციას თამარ ღვამიჩავას შესახებ დღის განმავლობაში გაავრცელებდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაში პრობლემას ხედავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება საბჭოს წევრის არჩევისას საზოგადოებას კანდიდატებისა და პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს,  მან თავად უნდა მოისურვოს, რომ ეს პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოდის და ხდება საბჭოს წევრი, იყოს ღირსეული და მის მიერ მიღბულ გადაწყვეტილებების შესახებ იძებნებოდეს თუნდაც “გუგლში”. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული წრეები მას იცნობდნენ და ვიცოდეთ რა გამოცდილება აქვს მართლმსაჯულების მიმართულებით. მე პირადად არაფერი არ ვიცი მის შესახებ, ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს”, – განმარტა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატების შერჩევის ეტაპზე არც მას და არც საზოგადოების სხვა წევრებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თვალი ედევნებინათ მიმდინარე პროცესებისთვის, რათა ყველას სცოდნოდა დაზუსტებით, თუ რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და რატომ არ შეარჩია მაგალითად სხვა კანდიდატი.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати