USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად მინდია უგრეხელიძე დაინიშნა
дата:  688

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ მრჩევლად სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს მინდია უგრეხელიძისთვის პირველი თანამდებობაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინდია უგრეხელიძის განცხადებით, მინისტრის მრჩევლის რანგი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მზად არის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სამინისტროს გუნდს გაუზიაროს.

,,მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის" წევრი და 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი. მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის ლექციათა კურსი სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати