USD 2.6902
EUR 3.1903
RUB 3.5068
Тбилиси
იურიდიული პირის პასუხისმგებლობა განსხვავდება მისი დამფუძნებლის ან დირექტორის პასუხისმგებლობისგან - არჩილ გორდულაძე
дата:  58

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება შეფასებები, რომ კომპანიების დამფუძნებლების და დირექტორების მიერ გამოხატული კრიტიკული პოზიცია პოლიტიკური აქტივობად ჩაითვლება. მან ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ "ოცნების" მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. არჩილ გორდულაძის თქმითვე, ქმედების განმეორებით ჩადენა უკვე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება.

"იურიდიული კომიტეტის მიმდინარეობისას გაიმართა მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ თუ მეწარმე იურიდიული პირი (და დაანებეთ თავი სპეკულაციას ფიზიკურ პირებთან და ინდივიდუალურ მეწარმეებთან დაკავშირებით სპეკულაციების გავრცელებას) პოლიტიკური აქტივობით დაკავდება და ეს არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან გთავაზობთ, რომ გამოიწვიოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე, ხოლო მეორე და ყოველი შემდეგი შემთხვევა იწვევდეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში გვაქვს შეტანილი ცვლილება, რომელიც უკვე წლებია მოქმედებს, რომელიც როგორც უცხოელ, ისე ქართულ იურიდიულ პირებს უკრძალავს კონკრეტული პარტიის დაფინანსებას. და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ იურიდიული პირი პოლიტიკური საქმიანობით არ უნდა დაკავდეს და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას ვუკრძალავთ, ლოგიკურია, რომ ეს ორგანიზაციაც არ დაკავდეს პოლიტიკური აქტივობებით. ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, მაგალითად, რომელიმე საწარმოს დირექტორი ან დამფუძნებელი თუ აზრს დააფიქსირებს, კრიტიკულ პოზიციას გამოხატავ თუ აქციაზე დადგება, ჩაითვლება იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებად. იურიდიული პირის პასუხისმგებლობა, არის იურიდიული პირის პასუხისმგებლობას და განსხვავდება მისი დამფუძნებლის ან დირექტორის პასუხისმგებლობისგან",- ამბობს არჩილ გორდულაძე.

мир
აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი - ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს

თეირანი მზადაა, ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი შამხანიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მეორე მხარეს შეშფოთება აქვს, გამდიდრების დონის 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება შესაძლებელია.

შამხანიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ისრაელი ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა.

მისი თქმით, თუ აშშ დარტყმას განახორციელებს, ისრაელი აუცილებლად ჩაერთვება პროცესში და ირანის პასუხი პროპორციული იქნება. შამხანიმ დასძინა, რომ პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება მეორე მხარის ქმედებებსა და ნაბიჯებზე.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати