USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
Date:  1081

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა. მოსმენა კომიტეტზე 6 -ზე მეტი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ირაკლი შოთაძემ უპასუხა როგორც უმრავლესობის, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს.

კენჭისყრა სხდომაზე ორ ნაწილად გაიმართა. პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, შეესაბამება თუ არა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კენჭისყრა ფარული წესით გაიმართა. კომიტეტის 8 წევრმა მიიჩნია, რომ შოთაძის კანდიდატურის შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

მეორე კითხვა კი შეეხებოდა იმას, უჭერს თუ არა კომიტეტი მხარს შოთაძის კანდიდატურას. გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს ფარული კენჭისყრით შედეგად კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way