USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა
თარიღი:  646

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა.

Fitch-ის შეფასებით, სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის, რაც ნოემბრის შესყიდვებმაც დაადასტურა.

განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

ერთ-ერთი საკითხი, რასაც სარეიტინგო სააგენტო პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის ასახელებს, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს უკავშირდება, რომელიც ლარის კურსის დასაჭერად სებ-ის წინასაარჩევნო ინტერვენციები ფონზე, მკვეთრად შემცირდა.

უფრო დეტალურად, საერთაშორისო რეზერვები ოქტომბერში, თვის ჭრილში 13%-ით ($627,5 მლნ) დაეცა 4,1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ექვივალენტურია მხოლოდ 2.1 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების და ყველაზე დაბალი დონეა 2021 წლის პირველი კვარტალის შემდეგ.

როგორც შეფასებაშია აღნიშნული, რეზერვების მკვეთრი ვარდნა განპირობებული იყო სებ-ის მიერ 591 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენციებით წინასაარჩევნოდ და ასევე, კორპორაციებისგან სავალუტო ფორვარდების შეძენის გამო. რეზერვები ნოემბრის ბოლოსთვის უმნიშვნელოდ გაიზარდა 4,12 მილიარდ აშშ დოლარამდე.

Fitch-ი ცალკე ფაქტორად გამოყოფს პოლიტიკის პასუხს და აღნიშნავს, რომ მართალია, ამის შემდეგ სებ-მა დაადასტურა თავისი ერთგულება მცურავი გაცვლითი კურსისადმი და პირობა დადო, რომ დააგროვებს სავალუტო რეზერვებს - სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ნოემბერში 124,5 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, მაგრამ Fitch-ის აზრით, მომავალი გაყიდვები გამორიცხული არ არის.

ამასთან, დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს 5 პროცენტული პუნქტით გაზრდის, რაც Fitch-ის თანახმად, სავარაუდოდ გაზრდის სავალუტო რეზერვებს.

Fitch-ი ელის, რომ საერთაშორისო რეზერვები დარჩება უცვლელი 2025-26 წლების განმავლობაში და საკმარისი იქნება დაახლოებით 2.3 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების დასაფარად, მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დიდი დეფიციტის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო სუსტი პერსპექტივის გათვალისწინებით.

სარეიტინგო სააგენტო ეროვნულ ბანკს ახსენებს პოლიტიკის ჩარჩოსთვის რისკების კონტექსტშიც. Fitch-ის თანახმად, პოლიტიკურმა დაძაბულობამ ასევე შეიძლება შეაფერხოს ან გაართულოს ისეთი რეფორმები, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობის გაძლიერება კანონმდებლობის მეშვეობით.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის