USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
Tbilisi
იტალიურ – ქართული ინვესტიციით საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
Date:  1311

 

იტალიურ – ქართული ინვესტიციით საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია. იტალიურ მხარეს წარმოადგენს ლოკოკინების "იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი ჯოვანი ავანინა, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოს 1-3 აპრილის ჩათვლით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მან ქართულ ჯგუფთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას. ახალი საწარმოს ადგილმდებარეობა, ასევე, მასში ჩადებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია მოგვანებით გახდება ცნობილი.

მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტის შედეგად შეიქმნა კომპანია – ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია კავკასიაში – აღნიშნული საწარმოს ქართველი დამფუძნებლები არიან: გია ბაზღაძე (კავეას ხელმძღვანელი, EY დამფუძნებელი საქართველოში), ზურა ნიკვაშვილი (Head of tax and legal EY), გრიგოლ სიდამონიძე (Head of Tax and Law at PKF KAIZEN GEORGIA), ამერიკაში მცხოვრები  ქართველი ბიზნესმენი კობა ბუთურიშვილი და ახალგაზრდა ბიზნესმენი, კომპანიის მთავარი მეწილე და დირექტორი გიორგი ქადაგიძე.

საქართველოში საკუთარი გეგმების შესახებ "იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი ჯოვანი ავანინა ექსკლუზიურად გადაცემა "Forbes კვირას" ესაუბრა.

„მსოფლიოში ლოკოკინის ხორცის და ლორწოს გასაღების პოტენციალი ძალიან მაღალია. მსოფლიო ბაზარი მზადაა, მიიღოს ნებისმიერი რაოდენობის ლოკოკინის ხორცი და ლორწო. მთავარია, ისინი დამზადებული იყოს იმ კრიტერიუმების და სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო წესებით არის შემუშავებული. მე ვფიქრობ, რომ კომპანიას, რომელიც საქართველოში დაფუძნდა, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. პროდუქციის გასაღების პრობლემა არ იარსებებს, ერთი პრობლემა, რაც შეიძლება არსებობდეს, ეს ხარისხია“ , - განაცხადა ჯოვანი ავანინამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ლოკოკინის ხორცის და ლორწოს ხარისხი მაღალი იყოს, საჭიროა მისი მოყვანა-დამუშავება ლოკოკინის მოშენების იმ სისტემით წარიმართოს, რომელიც ჯოვანი ავანინამ ექსკლუზიურად შექმნა და დღემდე იყენებს.

ავანინა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, კლიმატური პირობების და იაფი მუშახელის გამო, ბიზნესის წარმატებულად მართვის უდიდესი პოტენციალი აქვს და ქვეყანას შეუძლია, ლოკოკინების ექსპორტის მიმართულებით მსოფლიოს ერთერთი ლიდერი ქვეყანა გახდეს.

როგორც ახალი კომპანიის დამფუძნებლები მიუთითებენ, ლოკოკინის ხორცზე და ლორწოზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა. მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპორტიორები კი არიან - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და ა.შ. მათივე ცნობით, უდიდესი მოთხოვნის გამო მსოფლიოს ბაზარზე ლოკოკინის ხორცის 40%-იანი დეფიციტია.

აღსანიშნავია, რომ ჯოვანი ავანინამ 1973 წელს პირველმა შექმნა ლოკოკინების ფერმაში გაზრდის მეთოდი, რომელიც დღეს მსოფლიოში ცნობილია როგორც იტალიური მეთოდი. 2004 წელს კი მან დონატელა ვერონთან ერთად ასევე პირველმა შექმნა ლოკოკინის ლორწოს საწარმო მანქანა.

წყარო:https://bm.ge/

World
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way