იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ურსულა ფონ დერ ლეიენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დიქტატორი უწოდა.
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები ერდოღანის ქცევას პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენის მიმართ. ვფიქრობ, ეს არ იყო შესაფერისი საქციელი და ძალიან ვწუხვარ დამცირებისთვის, რაც ფონ დერ ლეიენმა განიცადა. მოდით ვუწოდოთ მათ რაც არიან - დიქტატორები ”, - განუცხადა დრაგიმ ჟურნალისტებს.
საქმე ეხება სამშაბათს ანკარაში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრას. შეხვედრის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ მიშელი და ერდოღანი მათთვის წინასწარ გამზადებულ სავარძლებში ჩასხდნენ, სავარძლის გარეშე დარჩენილი ფონ დერ ლეიენი კი დივანზე ჩამოჯდა.
მარიო დრაგის კომენტარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი გმობდნენ არჩეული პრეზიდენტის მიმართ ნათქვამ მიუღებელ კომენტარს.
თურქული მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის სიტყვების გამო ანკარაში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.