USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
იტალიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაამტკიცეს
Date:  853

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაამტკიცა.

მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ინფექციის ისეთი მაჩვენებელი, როგორიც დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია.

5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული დოკუმენტი ასევე საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად.

„დელტა“ ვარიანტი საშიშია. ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვარიანტები. ყველა იტალიელს ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. ვაქცინაციის გარეშე, ჩვენ ისევ ყველაფრის დახურვა მოგვიწევს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way