USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ისტორიული თამაშის Counter Strike-ის ახალი ნაწილი გამოვიდა
Date:  656

Counter-Strike 2 ოფიციალურად გამოვიდა! ტაქტიკური შუთერი ახალ ერას იწყებს. Valve-მ თამაში შეზღუდულ სატესტო რეჟიმში ჯერ კიდევ მარტში გამოუშვა, მას შემდეგ კი CS2-ის ზუსტი გამოსვლის თარიღი უცნობი იყო. 

Counter-Strike 2 Valve's Source 2 ძრავზეა დაფუძნებული, გაუმჯობესებულია ინტერფეისი და განახლებულია Community Workshop ინსტრუმენტები. თამაშის გადმოწერა Steam-ის პლატფორმიდანაა შესაძლებელი (მეხსიერება 27 GB). აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ელემენტი, რომლებიც გეიმერებს CS:GO-ში ჰქონდათ შეგროვებული, ახალ თამაშში გადმოყვებათ. 
იმის გათვალისწინებით, რომ თამაშში ბევრი ახალი სკინი ანუ ვირტუალური ნივთია, მის შესაძენად მოთამაშეებმა საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯეს - თამაშის გამოსვლიდან 40 წუთში Case Openings-იდან Valve-მ 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

CS:GO-ს 11-წლიანი დომინაცია დასრულდა. თამაშმა eSports-ის სცენებზე მრავალი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა და გეიმინგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ახლა კი ასპარეზზე Counter-Strike 2 გამოდის - ახალი რეჟიმებითა და შესაძლებლობებით, ამ მოვლენით თანამედროვე კიბერსპორტი ახალ ეტაპზე გადავიდა. 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way