USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ისტორიის კულუარები: 3 და 8 მარტის - ქალთა ორი დღესასწაულის არსებობა ირაკლი ანდრიაძის სახელს უკავშირდება
Date:  1579

დედის დღე, სამი მარტი, საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას , ინიციატივით დაარსდა. ახალ დღესასწაულს უნდა ფაქტობრივად ჩაანაცვლებინა ქალთა საერთაშორისო დღე -— 8 მარტი, რომელიც, ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა. საქართველოს პარლამენტმა 1993 წელს მიიღო დადგენილება დედის დღის დაწესების შესახებ.

თუმცა 8 მარტის, როგორც ქალთა დღის, ტრადიცია იმდენად ძლიერი იყო საზოგადოებაში, რომ არაოფიციალურად მაინც 8 მარტი აღინიშნებოდა.  ასევე ანგარიშგასაწევი ფაქტი იყო ის, რომ გაეროს  8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ ჰქონდა გამოცხადებული.  

1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და ამასთან დაკავშირებით გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის დაფინანსების ნებართვაც კი გასცა.

ამ გარემოებების გამო, საქართველოს ხელისუფლების წინაშე ეს საკითხი პერიოდულად დგებოდა დღის წესრიგში.

2002 წელს საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ინიციატივით მის  გარემოცვას დაევალა ამ საკითხის მოგვარება.

დაისვა საკითხი, რომ 8 მარტი ისევ გამოცხადებულიყო დღესასწაულად და 3 მარტი გაუქმებულიყო. ამ საკითხმა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბოლოს, მაშინდელი სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ირაკლი ანდრიაძის, წინადადება გახდა ყველასათვის მისაღები.

ბ-ნი ირაკლის წინადადება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ორივე დღე ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რომ  ჩვენი მანდილოსნები იმსახურებდნენ, როგორც დედის, ისე ქალთა დღის ცალ-ცალკე აღნიშვნას.

საქმე იმაში გახლდათ, რომ ბ-ნი ირაკლის  განსაკუთრებული ემოციური კავშირი ქონდა  დედასთან, ქ-ნ თამარ ვაშაკიძესთან. დედის სიყვარული ბ-ნ ირაკლისთვის „რელიგიის“ რანგში იყო აყვანილი და მისი დედისადმი პატივისცემის შესახებ ლეგენდები დადიოდა.

სწორედ აქედან გამომდინარე, დაიცვა ბ-მა ირაკლიმ 3 მარტი, როგორც დედის დღე და კომპრომისულ წინადადებად წამოაყენა 8 მარტი ისევ დაბრუნებულიყო ქალთა დღესასწაულად.

ედუარდ შევარდნაძეს მოეწონა ეს წინადადება და გასცა კიდეც შესაბამისი მითითება, რომელიც მალე პარლამენტმა ოფიციალურად დააკანონა. ასე მივიღეთ საქართველოში ორი ქალთა დღესასწაული.

8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.

ამრიგად, ქალებს და დედებს ორი დღესასწაული  მიეძღვნათ:   3 და 8 მარტი. ამასთან, ოფიციალურად ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული.

დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way