USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
ისტორიაში პირველად, წყვილთა შორის ფიგურულ სრიალში, საქართველო გრანპრის გამარჯვებულია.
თარიღი:  1157

იაპონიაში დასრულდა გრანპრის სერიის მეოთხე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში NHK Trophy.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა: ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები და NHK-ის თასი მოიპოვეს.

„მოკლე პროგრამა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 70,28 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 142,77 ქულა დაიმსახურეს და პირველობა არავის დაუთმეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტულმა წყვილმა გრანპრის სერიის ეტაპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.

სპორტის სამინისტრო ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას ლუკა ბარულავასა და ანასტასია მეტელკინას და მათ მომავალშიც წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის