USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ისტორია რუქებში - საქართველოს სსრ 1944-1956 წწ.
თარიღი:  3011

1943 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარებმა დაამარცხეს გერმანული არმიის ნარჩენები ტამანის ნახევარკუნძულზე, რამდენიმე ყოფილი ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა დეპორტირებული იქნა. მიზეზი ის იყო, რომ კავკასიის ტერიტორია გერმანელებმა თითქმის უბრძოლველად აიღეს, რის გამოც გაჩნდა ეჭვი ღალატზე და ამ ეჭვის სამიზნე ყალმუხები, ყარაჩაელები, ბალყარელები, ჩეჩნები და ინგუშები გახდნენ.

1943 წლის ოქტომბერში გამოიცა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საიდუმლო ბრძანებულება "ყარაჩაევის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული სტრუქტურის შესახებ". პირველი პუნქტის შესაბამისად, „ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ყარაჩაი“ უნდა გადასახლდეს სსრკ-ს სხვა რაიონებში, „და ყარაჩაევის ავტონომიური ოლქი უნდა ლიკვიდირდეს“. მეორე მუხლის „ბ“ პუნქტში დადგენილი იყო: „უჩკულანსკი და ყოფილი ყარაჩაევის ავტონომიური ოლქის მიკოიანოვსკის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, ამ ტერიტორიებიდან ჩამოყალიბდეს ახალი ქლუხორის ოლქი, ცენტრით ქალაქში მიკოიან-შახარი. ქ.მიქოიან-შაჰარი ეწოდოს ქალაქ კლუხორი. ქლუხორის რაიონში რსფსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის  საზღვრები შემდეგნაირად დადგინდა: დასავლეთიდან - ბ.მიკოიანოვსკის რაიონის არსებული საზღვრის გასწვრივ, უფრო აღმოსავლეთით - ქალაქ ქლუხორის ჩრდილოეთით და შემდგომ მდ. მარას გასწვრივ, სოფელ ნ. მარას გამოკლებით, უჩკულანის რაიონის საზღვრამდე,  მარას სამხრეთით და უფრო სამხრეთით უჩკულანოვსკის რაიონის არსებული აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ...“

როგორც ყაბარდო-ბალყარეთის საოლქო კომიტეტის ყოფილი მდივანი  კუმეხოვი იხსენებს, ის და "ჩეჩენო-ინგუშეთის საპასუხისმგებლო მუშაკები" დაიბარეს ბერიას მატარებელში: "ბერიმ ... საჯარო შეურაცხყოფით და უხამსი ლანძღვით იხსენიებდა ყაბარდო-ბალყარეთს, რომელიც ... ვერ მოახერხეს ელბრუსის რაიონის დაცვა და ფაქტიურად ჩააბარეს გერმანელებს.  შემდეგ ბერიამ, რომელიც  შეუზღუდავი ძალაუფლებით იყო აღჭურვილი განაცხადა, რომ ყაბარდო-ბალყარეთის მოსახლეობა გადასახლებას ექვემდებარებოდა.

ამავე შეხვედრაზე გაკეთდა წინადადება ელბრუსის რაიონის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ.  სანაცვლოდ

ბერიამ შესთავაზა მათ, რომ რესპუბლიკის შემადგენლობაში გადაეცემოდა კავკასიის მინერალური წყლების და ჩერქეზეთის ყველა ქალაქი.

ამის შემდეგ, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 7 მარტის განკარგულებით, ცვლილებები შევიდა ყაბარდო-ოსეთის საზღვარის გასწვრივაც.

1944 წლის 8 აპრილის  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით "ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ ყაბარდოს ასსრ-ად გადაკეთების შესახებ" მე-4 პუნქტში განისაზღვრა ახალი რესპუბლიკის სამხრეთ საზღვარი: "ზემო საქართველოს სსრ-ს ზემო სვანეთის რაიონში შევიდეს, ყაბარდოს ასსრ-ს ელბრუსისა და მთიანი რეგიონების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ამასთან დაკავშირებით, მოხდეს  რსფსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის საზღვრების ცვლილება შემდეგნაირად: ბურუნ-ტაშის უღელტეხილიდან, ელბრუსის ჩრდილოეთ კალთებზე, სასაზღვრო ხაზი უნდა გაივლოს აღმოსავლეთით მდ. მალკა 2877 სიმაღლეზე, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ისლამი-თეა 3242 სიმაღლეზე კირტიკ-აუშის უღელტეხილზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. კირტიკი, დასავლეთით სოფ. ზემო ბაქსანი და სამხრეთით მდ. ადირ-სუდან მესტიამდე“.

ახალი ტერიტორიული დემარკაციის შედეგად, საქართველოს სსრ-ს  ჩრდილოეთის საზღვრებმა მიაღწია კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთას.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 7 მარტის იმავე ბრძანებულებით "ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული სტრუქტურის შესახებ" ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაც გაიყო მეზობლებს შორის.

ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთიანი ავტონომიური რესპუბლიკის სამხრეთი ნაწილი იტუმ-კალინსკის რაიონის საზღვრებში, შაროევსკის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩოჟსკის, გალაშსკის და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთ ნაწილი გადავიდა საქართველოს სსრ-ს  დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში. პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს გადაეცა.

ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  ხელახლა იწყება აღნშნული საზღვრების ცვლილება, იმ მიზნით რომ ისინი 1944 წლის მდგომარეობას დაუბრუნონ.

1955 წლის მარტში, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის რსფსრ-ვის გადაცემის შესახებ“ და ამავდროულად ცვლილებები შევიდა  რსფსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის არსებული საზღვარში.

1957 წლის იანვარში სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებებით "ყაბარდოს ასსრ ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ად გარდაქმნის შესახებ", "ჩეჩნეთ-ინგუშური ასსრ რსფსრ-ს შემადგენლობაში აღდგენის შესახებ", "ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქად გადაკეთების შესახებ.“ და ასევე  სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1957 წლის 11 იანვრის ბრძანებულებით „დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების ტერიტორიის ნაწილის საქართველოს სსრ-დან რსფსრ-სათვის გადაცემის შესახებ“  აღდგა  1944 წლის 7 მარტამდე არსებული აღდგა.

ამ რეფორმების წყალობით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთი აღდგა 1944 წლის დასაწყისის მდგომარეობამდე, რომელიც ფაქტობრივად აღიარებდა წინა დაყოფის მიზანშეწონილობას ეთნიკური, გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის