USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
“ისროდნენ, საშინელი ხმა იყო, გვეშინოდა”, – ქუთაისში მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
თარიღი:  

სროლა ქუთაისში. პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.

თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ესმოდათ, თუმცა ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ  აივნებზე გასვლა შეეშინდათ.

ადგილობრივების თქმით,  ერთმანეთს მხარეებმა ცეცხლი ორი ავტომობილიდან გაუხსნეს.

“ერთმანეთის მიყოლებით ისროდნენ ავტომატიდან. რამდენჯერმე  ჰაერშიც ისროლეს, ამიტომ ბრმა ტყვიის შეგვეშინდა სახლში არ შემოვარდნილიყო და  იატაკზე დავწექით.  საშინელი ღამე იყო”, – აცხადებს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული განყოფილების სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არაფერი გაუგიათ. შესაბამისად არც გამოძიება არაა დაწყებული.

წყარო:https://infoimereti.ge

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის