USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ისრაელში, ნოვას ფესტივალზე დაკარგული ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდენბერგი მოკლული იპოვეს
дата:  749

ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს: 

"14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რომელიც ჩემში იყო...თამი ცივსისხლიანად მოკლეს სასაკლაზე.
მის მთლიან სხეულსაც კი ვერ დავინახავთ. ღმერთმა უმძიმესი განაჩენი გამოგვიტანა. ღმერთმა ჩააქრო ჩვენი სინათლე...

შენ ალბათ ზედმეტად წმინდა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იქნები.
ბოდიში, რომ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწია....შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე. მიყვარხარ და არასდროს დამავიწყდები" წერს თამარის და.

ოჯახი გოლდბერგს 2 კვირის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის, საკუთარი ძალებით. ის იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს "ჰამასი" დაესხა თავს. თამარ გოლდბერგს კვირას დაკრძალავენ. 

мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати