USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ისრაელში მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ $4,314-ს შეადგენს
თარიღი:  1006

ისრაელში სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლები საშუალოდ 13 880 ისრაელის შეკელს გამოიმუშავებენ, რაც დაახლოებით $4,314-ს შეადგენს. ამასთან, როგორც The Jerusalem Post-ი წერს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლები დამწყებებთან შედარებით 3.7-ჯერ მეტს გამოიმუშავებენ.

საბავშვო ბაღის მასწავლებლები საშუალოდ $4,005 იღებენ თვეში და 30.4 საათს მუშაობენ კვირაში.

რაც შეეხება საწყის საშუალო ხელფასს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ის $2,635-ს შეადგენს.

ცნობისთვის, ქვეყანაში 138,600-მდე მასწავლებელია, მათგან სრულ განაკვეთზე (კვირაში 36 საათი) 115,285 პედაგოგია. აქ იგულისხმება 20,600 საბავშვო ბაღის და 5,700 სკოლის მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ The Jerusalem Post-ის ცნობით, ისრაელის ბიუჯეტის 10.8% სწორედ განათლების სექტორზე მოდის.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის