USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
ისრაელმა "ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულება დაამტკიცა
თარიღი:  523

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, "ჰამასთან", მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულება დაამტკიცა. საუბარია, ღაზაში მყოფი 50 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი ქალისა და მოზარდის გათავისუფლებაზე.

ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, მძევლები გათავისუფლდებიან ბრძოლის ოთხდღიანი პაუზის განმავლობაში. შეთანხმების თანახმად, ყოველი დამატებითი 10 მძევლის გათავისუფლება ბრძოლის პაუზას ერთი დღით გაახანგრძლივებს.

შეთანხმება ისრაელის კაბინეტმა ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა.

მანამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება მაშინაც კი, თუ მძევლების თაობაზე შეთანხმება დაიდო. შეთანხმების დამტკიცების მიუხედავად, დეტალები, როდის დაიწყება პაუზა და როდის გათავისუფლდებიან მძევლები, ჯერ გაურკვეველია.

BBC იუწყება, რომ, პაუზების დროს, ღაზაში შეუშვებენ 300 სატვირთო მანქანას ჰუმანიტარული დახმარებით, მათ შორის - ცხიმით - საცხობებისთვის და საწვავით - საავადმყოფოს ელექტროგენერატორებისთვის.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის