USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ისრაელმა ჰამასს", ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, ვადა 10 მარტამდე მისცა
თარიღი:  

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციას გააფართოებს, თუ ჰამასი რამადანის დაწყებამდე არ გაათავისუფლებს ისრაელიდან გატაცებულ ყველა მძევალს. ამის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა ისრაელის სამხედრო კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა, რომელიც იერუსალიმში შეხვდა აშშ-ში მოქმედი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მუსლიმთათვის წმინდა თვე რამადანი 10 მარტს იწყება. ეგვიპტესთან მოსაზღვრე ქალაქ რაფაჰს თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო ღაზის სექტორის სხვადასხვა რაიონიდან გაქცეული 1,5 მილიონამდე პალესტინელი.

ღაზის სექტორში ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე რაფაჰის წინააღმდეგ ისრაელის არმიის შესაძლო ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ისრაელის მოკავშირე აშშ ისრაელზე ზეწოლას ცდილობს, რათა არ დაუშვას რაფაჰზე შტურმი.

პარალელურად, ისრაელი სამხედრო ოპერაციას ატარებს დასავლეთ სანაპიროზეც. რეიდისას რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის მუჰამედ აუფი გაანადგურეს, რომელიც, ცახალის ცნობით, „ჰამასის“ მაღალჩინოსანი იყო და ისრაელის ობიექტებზე თავდასხმებში მონაწილეობდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის