ისრაელის თავდაცვის ძალებმა წუხელ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით „მიზანში ამოღებული რეიდი“ განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის არმიაში აცხადებენ.
„ეს იყო მიზანმიმართული რეიდები, ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მომზადების ფარგლებში. თავდახმა განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პუნქტებზე“, - აცადებენ თავდაცვის ძალებში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილია.
„ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელა მიზანში ამოღებული რეიდი ტანკების გამოყენებით ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, როგორც ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილი“, - აცხადებენ არმიაში.