USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა
дата:  434

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა, რადგან „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპი ამოიწურა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, „ჰამასი“ ამ დრომდე უარს ამბობს დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის დროებით გახანგრძლივების წინადადებაზე.

„მძევლების შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების და უიტკოფის გეგმის მიღებაზე „ჰამასის“ მხრიდან უარის ფონზე, რომლის მიღებასაც ისრაელი დათანხმდა, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დღეს დილიდან ღაზას სექტორში საქონლისა და მარაგის ყველა შესვლა შეწყდეს. ისრაელი არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. თუ „ჰამასი“ განაგრძობს უარის თქმას, ამას შემდგომი შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

მანამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати