USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
ისრაელმა და "ჰამასმა" შეთანხმებას მიაღწიეს
Date:  654

ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს ღაზაში 15 თვიანი ომის დასასრულებლად. ამის შესახებ BBC წყაროზე დაყრდნობით წერს.

უცხოური მედიის თანახმად, შეთანხმების პირველი ეტაპი გულისხმობს 33 მძევლის გათავისუფლებას "ჰამასის" მიერ ექვსი კვირის განმავლობაში.

საკითხს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მძევლები მალე გათავისუფლდებიან.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“,- დაწერა ტრამპმა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way