ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს ღაზაში 15 თვიანი ომის დასასრულებლად. ამის შესახებ BBC წყაროზე დაყრდნობით წერს.
უცხოური მედიის თანახმად, შეთანხმების პირველი ეტაპი გულისხმობს 33 მძევლის გათავისუფლებას "ჰამასის" მიერ ექვსი კვირის განმავლობაში.
საკითხს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მძევლები მალე გათავისუფლდებიან.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“,- დაწერა ტრამპმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.