USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
ისრაელის უპირველესი ამოცანა ჰეზბოლას უკიდურესად დასუსტებაა და ომიდან გამოთიშვაა - გიორგი კობერიძე
თარიღი:  2769
23 სექტემბრის დილიდან მოყოლებული ისრაელის ავიაციამ და არტილერიამ სამხრეთ ლიბანისა და ბექაას ხეობას დაბომბვა ძალიან დიდი მასშტაბით წამოიწყო. ამას მოჰყვა ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწოდება ლიბანელებისათვის, დაუყოვნებლივ დატოვონ ჰეზბოლას მიერ კონტროლირებადი ზონები. როგორც აღმოსავლეთ ისე სამხრეთ ლიბანიდან მოსახლეობა დედაქალაქი ბეირუთისაკენ გადაადგილდებიან.
ბექაას ხეობა ლიბანში მთავარი სასოფლო-სამეურნეო მონაკვეთია. აქვე მოდის ლიბანური განთქმული ღვინოც. ეს ადგილი გამოირჩევა ისტორიული მნიშვნელობით და რომაული თუ ბერძნული ძეგლებითაა წარმოდგენილი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი ჰეზბოლას მიერაა კონტროლირებული, ისევე როგორც უშუალოდ მომიჯნავედ, სირიის საზღვრის გადაღმა ზაბადანის მაღლობები. ეს უკანასკნელი ჰეზბოლამ სირიის სამოქალაქო ომის ადრეულ ფაზაში, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის თანხმობის შემდეგ ბრძოლით დაიკავა და დღემდე ფლობს გარკვეულ ზეგავლენას იქ. ზოგადად, სირიის დედაქალაქ დამასკოს ირგვლივ ირანული და ჰეზბოლასეული კონტროლი აქტიურადაა წარმოდგენილი.
მოსახლეობა მე-11 თვეა ევაკუირებულია ჩრდილოეთ ისრაელიდანაც, თუმცა ჰეზბოლას იერიშები ძალიან აქტიურია როგორც ამ მონაკვეთში, ისე გოლანის მაღლობებზე. ჰეზბოლა იმუქრება, რომ ისრაელის მოქალაქეები ჩრდილოეთ ისრაელში კიდევ დიდი ხანი ვერ დაბრუნდებიანო. შეგახსენებთ, რომ ჰეზბოლა ისრაელს 2023 წლის 8 ოქტომბერს დაესხა თავს, ღაზას სექტორიდან ჰამასის თავდასხმის მეორე დღიდან.
გოლანის მაღლობები სირიასა და ისრაელს შორის სადაო ტერიტორიაა, რომელიც 1981 წლის დადგენილებით ისრაელმა მიიერთა, თუმცა მისი დაკავება მან 1967 წელს განახორციელა. მაღლობები ისრაელის ნაყოფიერ მიწებს, ტიბერიადის ზღვის მონაკვეთს გადაჰყურებს. შესაბამისად, მისი კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ტერიტორია არაბებისა და ებრაელების გარდა დრუზებით არის დასახლებული - ეთნო-რელიგიური მკვიდრი მოსახლეობით. აქ მცხოვრები დრუზები ისრაელის სახელმწიფოს ერთგულები არიან და ისრაელის მოქალაქეობას ატარებენ. რამდენიმე კვირის წინ ჰეზბოლას იერიშებს გოლანზე სწორედ დრუზი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჰეზბოლას კონტროლი ლიბანზე არათანაბარია. სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში სიტუაციას უფრო მყარად ფლობენ ისინი, ვიდრე დედაქალაქსა და ქვეყნის ქრისტიანულ ან სუნიტურ ნაწილში. ლიბანის სამოქალაქო ომიდან მოყოლებული ჰეზბოლა ქვეყანაში ყველაზე გასამხედროებული ორგანიზაციაა. მის რიგებში 100 ათასამდე შეიარაღებულია. ფულის ნაწილი ირანიდან, ნაწილი კი უკანონო ვაჭრობებიდან და ბიუჯეტიდანაც კი შესდით, რადგან ქვეყანაში ლეგალურ პარტიასაც კი წარმოადგენენ (ჰიზბ'ალლაჰ - ღმერთის პარტია). ყოველივე აქედან გამომდინარე მათ ქვეყნის ინსტიტუციებზე მნიშვნელოვანი კონტროლი აქვთ მოპოვებული.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის 2006 წელსაც მიმდინარეობდა ომი. მაშინ ისრაელმა მიუხედავად მრავალი ზუსტი დარტყმისა ომი ვერ მოიგო და ჰეზბოლა კიდევ უფრო გავლენიან ძალად გადაიქცა. ახლა სიტუაცია სხვაგვარია. 2020 წლის ბეირუთის აფეთქების გამო ლიბანი ეკონომიკური კოლაფსიდან ვერ გამოვიდა. ქვეყნიდან მოსახლეობა აქტიურად მიგრირებს საზღვარგარეთ - განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ქვეყნის ქრისტიანულ ნაწილში, რომლებიც ერთ დროს უმრავლესობას წარმოადგენენ ლიბანში. ამ ფონზე ლიბანის მოსახლეობაში, ჰეზბოლას მხრიდან თავდასხმითი ომის წარმოება და ჰამასის ლიდერების შეფარება პოპულარული ნაბიჯი არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია მთელს ქვეყანას დამანგრეველ ომში ხვევს.
ჯერჯერობით ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა. მაგრამ საჰაერო და საარტილერიო იერიშების მასშტაბი ძალიან დიდია. ჰეზბოლას ლიდერი ნასრალა ისრაელთან სახმელეთო ომს ერიდებოდა და მხოლოდ ყოველდღიურ სარაკეტო დარტყმებს მიმართავდა. ცხადია, სახმელეთო ომს ჰეზბოლას რიგებში ძალიან დიდი მსხვერპლი და მარცხი შეიძლება გამოეწვია. მაგრამ ახლა ამ მხრივაც შეიცვალა სიტუაცია - ისრაელის მხრიდან ინტენსიური დარტყმებისა და ჰეზბოლას საკვანძო ფიგურებზე თავდასხმების ფონზე, ჰეზბოლას სიტუაცია შესამჩნევად დამძიმებულია და ეს იმისდა მიუხედავად, დაიწყებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო იერიშის შემთხვევაში ლიბანის ოფიციალური არმია რას იმოქმედებს უცნობია - მათ დიდ ნაწილს სამხედრო მორალი ძალიან დაბალი აქვთ, რადგან ჰეზბოლას დაცვა არ იგივდება ქვეყნის დაცვასთან, მით უფრო რომ პირველად სწორედ ჰეზბოლამ დაიწყო ისრაელის დაბომბვა და არა პირიქით. აქვეა ირანის ფაქტორიც, რომელმაც ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე შურისძიება ვერაფრით შეასრულა. ახლა ინიციატივა ისრაელის ხელშია. მათი უპირველესი ამოცანა ჰეზბოლას უკიდურესად დასუსტებაა და ომიდან გამოთიშვაა.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის