ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, სამოქალაქო ცენტრებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“.
მისი თქმით, თეირანი თავისი ქმედებებისთვის „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ჯამში 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. არსებული ცნობებით, რაკეტებით ჩამოვარდნის 9 ლოკაცია არსებობს. 15 ადამიანი დაშავდა, რომელთა უმრავლესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს.
ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.