USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ისრაელის თავდაცვის ძალები - ჩრდილოეთ ღაზა ნახევრმა მილიონმა ადამიანმა დატოვა
дата:  770

ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმაCNN-ს განუცხადა.

„ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ, ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა.

ჩრდილოეთ ღაზას მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს. სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს. თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати