აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო ჯიჰადისტური “ჰამასისთვის“, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში აფილირებული მისი „მუსლიმური საძმო“ აძლიერებს, - ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო უწყება გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარებას.
„„ჰამასის“ ლიდერები თავად ღიად აღიარებენ: ეს აღიარება 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის პირდაპირი შედეგია, „ნაყოფია“. ნუ მისცემთ ჯიჰადისტურ იდეოლოგიას თქვენი პოლიტიკის კარნახის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.