USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ისრაელის პრემიერი ნაფტალი ბენეტი - ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტი ჯალათია
თარიღი:  955

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს ჯალათი უწოდა.

„მიმდინარე კვირას ირანმა ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩია. ყველა იმ ადამიანისგან, ვისი არჩევაც ხამენეის შეეძლო, მან „თეირანის ჯალათი“ აირჩია. ეს არის ადამიანი, რომელიც სიკვდილის კომიტეტებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით უდანაშაულო ირანელი სიკვდილით დასაჯა“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ებრაჰიმ რაისის არჩევა მსოფლიო ძალებისთვის ნიშანია, რომ ირანთან დაკავშირებით უნდა გაიღვიძონ.

„სასტიკი ჯალათის რეჟიმს არასდროს უნდა ჰქონდეს მასობრივი განადგურების იარაღი, რაც მას საშუალებას მისცემს, მოკლას არა ათასობით, არამედ მილიონობით ადამიანი“, - განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.

19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. ებრაჰიმ რაისმა 17.6 მილიონი ხმა მიიღო.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის