USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ისრაელის ელჩი საქართველოს მთავრობას ებრაელი წყვილების დახმარებისთვის მადლობას უხდის
дата:  854

ისრაელის ელჩი საქართველოს მთავრობას ებრაელი წყვილების დახმარებისთვის მადლობას უხდის რან გიდორი.

ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უშვილო ებრაელ წყვილებს დაეხმაროს და მათ ამ პირობებშიც უმარტივებს პროცედურებს. ელჩი ხელისუფლებას ამისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოსა და ისრაელის მეგობრობის ურიცხვ მაგალითს შორის, მინდა ხაზგასმით გამოვყო ბოლოდროინდელი ასპექტი, - საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ებრაული ოჯახებისთვის, რომლებიც სუროგაციას გეგმავენ და ამ მიზნით ჩამოდიან აქ. ყოველწლიურად ამ მეთოდს 300-მდე წყვილი მიმართავს და, ამჟამინდელი სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცედურები გაემარტივებინა ებრაული ოჯახებისთვის, - ჯანმრთელობის სრული გარანტიებით. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორს“, - განაცხადა ელჩმა.

 

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати