USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ისრაელის ელჩი: მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან
Date:  463

მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა.

„მე ვერ ვხსნი, რატომ მისცა ზოგიერთმა ქვეყანამ ხმა ამ რეზოლუციას გაეროში. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან და მხარი დაუჭირა მასში „ჰამასის“ მოხსენიებას. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვხედავთ აშკარა ნაკლებობას ნათელი და მკაფიო დაგმობისა. ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ბავშვები ამოჟლიტეს და ზოგიერთი ამ ბარბაროსებს ეძახის თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მათ არომანტიზებს. ბავსვებს კლავდნენ, გოგონებს აუპატიურებდნენ და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია. ეს არის საზიზღარი რეზოლუცია. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე იმ პირობის გარეშე, რომ დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს 229 მძევალი. მე არ ვიცი ამას რა დავარქვა“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში, რომელიც იორდანიამ წარადგინა, "ჰამასი" არ არის მოხსენიებული, როგორც ტერორისტული ჯგუფი.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way