USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
ისრაელის დიასპორის მინისტრი - დადგა დრო, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს
თარიღი:  558

ისრაელის დიასპორის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს. შესაბამისი განცხადება ნახმან შაიმ „ტვიტერზე“ გააკეთა.

მისი თქმით, ეჭვი აღარ არის, თუ სად უნდა იდგეს ისრაელი ამ „სისხლიან კონფლიქტში“.

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება, ისეთივე, როგორცსაც აშშ და ნატოს ქვეყნები აწვდიან”, - წერს ის „ტვიტერზე“.

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის