USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დაწყებიდან ღაზაში 212, ისრაელში კი - 10 ადამიანი დაიღუპა
дата:  1021

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშებს, გასული კვირის ორშაბათიდან, 212 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის 61 ბავშვი და 36 ქალია.

ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული კვირის ორშაბათიდან „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 3 350 რაკეტა გაუშვეს, მათგან 200 - მხოლოდ გუშინ.

ისრაელის არმიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო შეტევების შედეგად სულ მცირე 130 პალესტინელი მებრძოლია მოკლული.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати