USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ისრაელი: მიზანი "ჰამასის" განადგურებაა, ჭორები ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის შესახებ - ტყუილია
თარიღი:  541

მიზანი "ჰამასის" განადგურებაა, ჭორები ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის შესახებ - ტყუილია, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალებამ ცნობები გაავრცელა, თითქოს ისრაელი "ჰამასის" ჩამოგდების შემდეგ ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის იდეას განიხილავს.

“პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ამოცანა განსაზღვრა: "ჰამასის" განადგურება. ყველა საუბარი ღაზას სექტორის პალესტინის ადმინისტრაციისადმი ან ნებისმიერ სხვა მხარისადმი გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ არის ტყუილი”, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის