USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად მზადაა
 2189

ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად სრულად მზადაა, - ამის შესახებ CBS News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს მეზობელ ერაყში მდებარე გარკვეულ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ოფიციალური პირების ნაწილს ერაყის დატოვება უბრძანა, პენტაგონმა კი ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რაიმე გაკეთდეს რეგიონში ტემპერატურის შესამცირებლად, ტრამპმა უპასუხა: „არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მარტივია, მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“. მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებულია, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდება, რაც ამერიკის მთავარი მოთხოვნაა.

ამასთან, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს დაარტყამენ, ის საპასუხო ზომებს მიიღებს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე დარტყმით.

World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way