USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
Тбилиси
ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად მზადაა
 405

ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად სრულად მზადაა, - ამის შესახებ CBS News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს მეზობელ ერაყში მდებარე გარკვეულ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ოფიციალური პირების ნაწილს ერაყის დატოვება უბრძანა, პენტაგონმა კი ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რაიმე გაკეთდეს რეგიონში ტემპერატურის შესამცირებლად, ტრამპმა უპასუხა: „არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მარტივია, მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“. მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებულია, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდება, რაც ამერიკის მთავარი მოთხოვნაა.

ამასთან, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს დაარტყამენ, ის საპასუხო ზომებს მიიღებს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე დარტყმით.

Тбилиси
მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
• ათონელის ქ. N5;
• ლადო-ალექსი მესხიშვილის ქ. N5;
• ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N1;
• გ. რჩეულიშვილის ქ. IV კორპუსის მიმდებარედ;
• რ. ჯაფარიძის ქ. N4
რეაბილიტაციის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვლება ლითონის მავთულბადეები და ხელოვნური ბალახის საფარი, გამოიცვლება მაყურებელთა ტრიბუნაც.
სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები 7 მისამართზე უკვე დასრულდა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати