USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ისრაელი ამ ღამით ფართომასშტაბიან შეტევას იწყებს და ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ
дата:  619

ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს გავაფართოვებთ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

ისრაელის სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფონზე ჰაგარიმ, ასევე, მოუწოდა ღაზას სექტორის მცხოვრებლებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ.

“[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს… ყველა არენაზე თავდაცვისთვის ვართ მზად. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ”, - განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზას სექტორში შეზღუდულ რეიდებს ახორციელებდნენ.

ჰაგარიმ, ასევე, განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ქალაქ ღაზას და მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვას გააგრძელებს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати