USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ისრაელი - ჩვენ ალყაში მოვაქციეთ „ჰამასის“ ბატალიონები, რომლებიც უძლეველად ითვლებოდნენ
თარიღი:  498

ჰამასის” ბატალიონები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიასა და შეჯაიას რაიონებში დაშლის პირას არიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ჩვენ ალყაში მოვაქციეთ „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენები ჯაბალიასა და შეჯაიაში, ბატალიონები, რომლებიც უძლეველად ითვლებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ჩვენთან საბრძოლველად, დაშლის პირას არიან“, - აღნიშნა გალანტმა.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზას სამხრეთით ხან იუნისსა და მის გარშემო და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გაააქტიურეს ოპერაცია ანკლავის ცენტრალურ ნაწილში. იოავ გალანტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ჰამასის“ ასობით მებრძოლი ჩაბარდა ისრაელის ჯარებს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორ მდგომარეობაშია დაჯგუფება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის