ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა ავიაიერიში განახორციელეს ყატარის დედაქალაქ დოჰაზე.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, თავდასხმა ჰამასის უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
დაუდასტურებელი ცნობით, იუველირული დარტყმის შედეგად განადგურდა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ლიდერი, ხალილ ალ-ჰაიასა და რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი , მათ შორის მოჰამედ დარვიში, მოსა აბუ მარზუკი, ჰუსამ ბადრანი და ტაჰერ ალ-ნუნუ.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჰამასის ლიდერები დოჰას ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ გასულ კვირას აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმება.
როგორც ჩანს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შეთანხმებასა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკება ე.წ ხაფანგი აღმოჩნდა ჰამასის პოლიტიკური ლიდერებისთვის.
ისრაელმა ამ ოპერაციას „ფალანგის ჯვარი“ უწოდა და აცხადებს, რომ იგი ამერიკულ დაზვერვასთან თანამშრომლობით განხორციელდა.