USD 2.6916
EUR 3.1500
RUB 3.5980
Тбилиси
ისრაელ კაცი - აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება
дата:  985

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება.

„ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დანიშნავს, ისრაელის განადგურების გეგმის წარმართვის, აშშ-ს, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის ქვეყნების დაშინებისა და ირანელი ხალხის ჩაგვრის გეგმის გასაგრძელებლად, ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა არის მისი სახელი ან სად იმალება.

„ვაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა გავანადგუროთ რეჟიმის შესაძლებლობები და შევქმნათ პირობები ირანელი ხალხისთვის მისი დამხობისა და ჩანაცვლებისთვის“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

мир
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати