USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
ისპანის ჭაობები - ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე
Date:  

დღეს, მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქობულეთის დაცული ტერიტორია 1997 წლიდან ითვლება რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონემოზამთრე ფრინველების დასასვენებელ ჭარბტენიან ტერიტორიად.

ისპანის უნიკალური ჭაობი - მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა აჭარაში, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროდან სამასიოდე მეტრში. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება IV და III საუკუნეებით ჩვენს ერამდე.

ისპანის იშვიათი ტორფნარი, იგივე ისპანი II ერთი შეხედვით ტბას ჰგავს, რომელიც დაფარულია 25-45 სმ სისქის სფაგნუმით - მსოლიოში იშვიათი თეთრი ხავსით. წყალი, სფაგნუმთან ერთად ქმნის გლუვ გუმბათს, რომელიც მოქმედებვს როგორც ღრუბელი და არასდროს იფარება წყლით. სფაგნულს შეუძლია საკუთარ წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. სწორედ ისპანის ჭაობების მრავალფეროვანი სფაგნუმი იცავს ქობულეთს წყალდიდობებისგან.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფიან ჭაობებს. აქ ზღვის ტიპური, ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1,500–2,500 მმ-ია, რომლის დიდი წილი, წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ჭაობიანი ჰაბიტატები გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ასევე მდიდარია მცენარეთა სახეობებით.

დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან გადასახედ კოშკამდე მიემართება საფეხმავლო ბილიკი. გზად განთავსებულია საინფორმაციო დაფები, რომლებიც ვიზიტორებს მოუთხრობენ დაცული ტერიტორიიის მსოფლიო უნიკალურობაზე. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურებით სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

ვიზიტორი, თუ კარგად დააკვირდება და თუ ბედმა გაუღიმა, ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს შენიშნავს,ასევე ეს ადგილები იშვიათი ჭაობის კუს საბინადროა და მასაც დაინახავს.

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way