USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ისნის რაიონში ოთხ ახალი სკვერი მოეწყობა
Date:  684
ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბნის მე-4 მ/რ-ის 1-ელი კვარტლის N14 და N22 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ის 1-ელი კვარტლის N1 კორპუსისა და ნოე რამიშვილის N22-ის მიმდებარედ ოთხ ახალ სკვერს მოაწყობს.
 
სამუშაოების შედეგად, 6250 კვ.მ.ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, ტერიტორია გამწვანდება და განათების ახალი ქსელი მოეწყობა.
 
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 1 590 000 ლარით დაფინანსდება.
 
დაგეგმილი სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გააცნო.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way